მთავარი


ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლის
მათემატიკის კათედრის პედაგოგის
ელისო კაკუშაძის
 1 სემესტრის ანგარიში

      ვასწავლი   5-1,  5-5,  5-8,  6-5, 6-6  კლასებს .  მოსწავლეები  აქტიურად     იღებენ  მონაწილეობას კინგსის ,  ევერესტის და  სმარტის  ოლიმპიადებში.   
     შემოდგომა ზამთრის  სეზონში  მონაწილეობა  მიიღეს  შემდეგმა  მოსწავლეებმა:
1.ლიზი  გოგიტიძე   5-5  კლასი
2.ვაჟა  მანიჟაშვილი 5-8   კლასი
3.ანა  კილაძე             5-8  კლასი
4.ანანო  ბედოიძე     6-5  კლასი
5.სალომე  წიკლაური   6-6  კლასი
   კინგსის  ოლიმპიადის  შემოდგომა  ზამტრის  სეზონში მონაწილეობა  მიიღეს  შემდეგმა  მოსწავლეებმა:
1. ანა  კილაძემ  5-8 კლასი
2.ნიკოლოზ  ოჩიგავამ    5-5  კლასი
3.მარი  ბიბილაშვილი  5-8  კლასი
4.გაგა  წიკლაური 5-5  კლასი
5. ალექსი  წიკლაური  6-6  კლასი
6.ბარბარე  სიჭინავა  5-1  კლასი

მე-4  შემაჯამებელი ჩავატარე პროექტი.  მე-5  კლასში  თემაზე:  "მე რომ მილიონზე  მეტი  მქონდეს რას  გაუკეთებდი  ჩემს  სკოლას"   .      მე -5  კლასელები  თავიანთ პროექტებში  წერდნენ,  რომ  დააშენებდნენ  კიდევ  2  სართულს და  მათ  არ  დასჭირდებოდათ  მე-2  ცვლაში  სწავლა,  გაარემონტებდნენ  მთელ  შენობას, აღჭურვავდნენ  სკოლას  ახალი  კომპიუტერებით, ყველა  ოთახს  ექნებოდა  ჟალუზები,  შემოიღებდნენ  ფორმებს  მოსწავლეებისთვის, სკოლას  ეყოლებოდა  ავტობუსი ,  რომელიც  მხოლოდ იმ მოსწავლეებს  მოემსახურებოდა  რომელიც  შორს  ცხოვრობს  და  უამრავი  სხვა  საინტერესო  იდეა  ჰქონდათ.ეს ყველაფერი  დაინაგარიშეს  თუ  რა  დაუჯდებოთ  და  დარჩენილი  თანხიდან  ნაწილს  გაუთვალისწინებელი  ხარჯებისთვის  შეინახავდნენ  და  ნაწილით  უსახლ-კაროდ  დარჩენილ  ბავშვებს  დაეხმარებოდნენ.
ხოლო 
მე-6  კლასში  თემაზე   "ათწილადების  გამოყენება  ცხოვრებაში  და  ცნობილი  მათემატიკოსები"    მოსწავლეებმა  მოიძიეს  ცნობილი  მათემტიკოსების  ბიოგრაფიები,  გაეცნენ  მათ ცხოვრებას  და  მოღვაწეობას..მაგ  შეადგინეს  ამოცანები  რაშიც  გამოიყენეს  მოქმედებები  ათწილადებზე.  გამოთვალეს  ოთახების  ფართობი და  პერიმეტრი, ოჯახის   კომუნალური  ხარჯები,  საახალწლო  ხარჯები და  ა.შ.  მოსწავლეებისთვის  ძალიან  საინტერესო  და  სახალისო  იყო.

No comments:

Post a Comment